უკრაინამ ამერიკული NASAMS საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS- თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ დახმარებისთვის აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ქვეყნის კონგრესს მადლობა გადაუხადა.
თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სისტემების რაოდენობა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ დაიცვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სკოლები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები და თავად უკრაინელების სახლები რუსული დარტყმისგან.
მისი თქმით, ყველაზე მეტად ხალხის უსაფრთხოება ადარდებს და სურს, რომ უკრაინელებმა საკუთარ სახლებში მშვიდად იგრძნონ თავი.