ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე “პოსტ ტვ-ის” ეთერში აცხადებს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი არ აქვს და რაც აქვს უკვე აღარ ვარგა.
მისივე თქმით, მოსკოვი დაუცველია და რუსეთში სრული კოლაფსია.
“მე გახლდით ფიზიკოსი და მიმუშავია რუსეთის ცენტრალურ ინსტიტუტებში, ჩვენ გვქონდა ურთიერთობა რუსეთის კოსმოსური კვლევების ცენტრთან. უკვე მაშინ ვიცოდი, რუსული ბირთვული ბლეფის შესახებ, რაც გორბაჩოვის დროს კულმინაციამდე ავიდა.
საქმე იმაშია, რომ ბირთვულ “ქოვინებს” სჭირდება მოვლა და განახლება. იქ შიგნით პროცესები მიმდინარეობს, მუხტი სუსტდება და აღარ აფეთქდება. ფაქტობრივად რუსეთს ბირთვული იარაღი არ აქვს. რაც დარჩათ ეს თითზე ჩამოსათვლელია, ან აფეთქდება, ან არა. ტაქტიკური აქვთ და ფოსფორულ ბომბზე მეტი არ არის. ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ, როგორც ყოფილი ფიზიკოსი. მოსკოვი აღარ არის დაცული, სრული კოლაფსია, დამთავრდა. ამერიკულ ცენტრებში ყოველი ბირთვული “ქოვინის” მოვლა/ განახლება მიმდინარეობს. ამაზე ძალიან დიდი თანხები დახარჯეს”, – აცხადებს მამრაძე.