ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

VIDEO: დაღესტანში, მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს

დაღესტანში, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.

აქტივისტები პატარა ჯგუფებად გამოვიდნენ ქუჩებში, რის შემდეგაც ცდილობენ გაერთიანდნენ და მთლიანად დაკეტონ ქალაქის ცენტრალური ქუჩები – იარაგსკი ან გამზატოვი. აქციის მონაწილეები სკანდირებენ “არა ომი, არა მობილიზაცია”.

საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ძალები ქალაქის ცენტრში შეიყვანეს და ისინი აქტივისტების დაკავებას ცდილობენ.
აქციაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ გოგონები, ქალები და ბავშვები. გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა პოლიციის მიერ ქალების მიმართ ძალის გამოყენების შემთხვევები.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს.

ამასთან, მედია წერს, რომ აქციის რამდენიმე წევრი უკვე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....