დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ მოკავშირეები უკრაინის გვერდზე მტკიცედ უნდა დადგნენ და ვლადიმერ პუტინის ყალბ მუქარებს არ მოუსმინონ.
მისივე თქმით, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს და პუტინმა სტრატეგიული შეცდომები დაუშვა.
”ვფიქრობ, პუტინი არ ელოდა თავისუფალი სამყაროს რეაქციის სიძლიერეს. ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ ყალბ მუქარებს. ამის ნაცვლად, უნდა გავაგრძელოთ სანქციების დაწესება და უკრაინელების მხარდაჭერა”, – განუცხადა ტრასმა CNN-ს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.