ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

როდის აპირებს პუტინი საზღვრების ჩაკეტვას – მედიაში თარიღი ვრცელდება

რუსეთის ხელისუფლება ნაწილობრივი მობილიზაციისთვის შესაბამისი ასაკის მამაკაცებისთვის, საზღვრების ჩაკეტვას აპირებს – აღნიშნულის შესახებ Meduza-ს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან (AP) დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.

წყაროს თქმით, აკრძალვის შემოღების ყველაზე სავარაუდო თარიღი 28 სექტემბერია.

მეორე წყარო, რომელიც ასევე დაახლოებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ამბობს, რომ ეს მოხდება “რეფერენდუმის შემდეგ”, რომელიც ტარდება თვითგამოცხადებულ DPR-ში, LPR-ში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ცნობილია, რომ ხსენებული რეფერენდუმები 27 სექტემბერს საღამოს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....