ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“რეფერენდუმების შემდეგ, ანექსირებული ტერიტორიები რუსეთის სრული დაცვის ქვეშ გადავა” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რეფერენდუმების შემდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის “სრული დაცვის” ქვეშ გადავა.

ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მსოფლიო მედიასთან სიტყვით გამოსვლისას ცდილობდა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გაემართლებინა.

“რეფერენდუმების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, რუსეთი პატივს სცემს იმ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ნეონაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდნენ”,- თქვა ლავროვმა. 

მან ასევე უპასუხა შეკითხვას: გამოიყენებს თუ არა რუსეთი უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს და აღნიშნა, რომ “რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია თუ სტრატეგია მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება”.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....