ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რამდენი უკრაინელია რუსების ტყვეობაში – ვერეშჩუკმა რიცხვი დაასახელა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსების ტყვეობაში 2 500 უკრაინელი რჩება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ტყვეობაში არიან უკრაინელი ქალებიც და მათ საშინლად ექცევიან.

„საუბარია 2500 უკრაინელ ტყვეზე.  ხალხი რჩება ტყვეობაში და რაც ყველაზე ცუდია, იქ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ზედიზედ რამდენიმე გაცვლისას მშვიდობიანი მოქალაქეები არ გაათავისუფლეს. ეს საკითხი ცალსახად უნდა დავაყენოთ და მოვითხოვოთ  მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება.სამოქალაქო მოქალაქეები უნდა დაბრუნდნენ, მათ შორის არის ბევრი ქალი. ქალები უნდა გაათავისუფლონ, საშინლად ექცევიან. ძალადობენ, სცემენ ჩვენს ქალებს, აწამებენ მათ“, – განაცხადა ვერეშჩუკმა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....