ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

VIDEO: “ოკუპანტებმა ბრძოლაზე უარი თქვეს” – უკრაინელებმა ხელმოწერილი დოკუმენტები იპოვეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების ერთ-ერთ პოზიციაზე ბრძოლაზე უარის თქმის დამადასტურებელი ინფორმაცია მოიპოვეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო თავდასხმის ბრიგადის ოფიცერმა იური კოჩევენკომ განაცხადა.

მან მიმართა იმ რუსებს, რომლებიც ახლა ნებაყოფლობით თუ უნებლიედ მიდიან გაწვევაზე ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ: “თქვენ გეკითხებით, სად წავიდა ამაყი “მსოფლიოს მეორე არმია” და რატომ არის საჭირო მობილიზაცია. აქ არის ერთ-ერთი პასუხი”, – თქვა მან და აჩვენა ცნობები რუსი სამხედროების მიერ ბრძოლაზე უარის თქმის შესახებ.

Facebook იური კოჩევენკო

“ეს დოკუმენტები რუსმა ჯარისკაცებმა დაწერეს საკუთარი ხელით. განსხვავებით მათი ბევრი თანამებრძოლისგან, რომლებიც უკრაინის მიწაზე დაიღუპნენ, მათ მაინც გაუმართლათ”, – განაცხადა სამხედრომ.

მან რუს სამხედროებს მიმართა და უთხრა, რომ უკრაინაში მხოლოდ სიკვდილი ელით.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გაიძახებენ.

იტვირთბა....