ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული იარაღი შესაძლოა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათავსოს – ექსპერტის განმარტება

რუსეთი განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ამ გზით აიძულოს უკრაინა და დასავლეთი შეწყვიტონ ქმედებები, რომლებიც ამ მიწების დეოკუპაციას ისახავს მიზნად.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ანალიტიკოსმა მარია ზოლკინამ განაცხადა.

”რუსები ცდილობენ გააძლიერონ თავიანთი ბირთვული შანტაჟი. ახლა ჩვენ ნათლად გვესმის, რომ რუსები განათავსებენ, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა ექსპერტმა.

ზოლკინას მოსაზრებით, რუსეთის ფედერაცია შეეცდება დასავლეთში დისკუსიის წამოწყებას, იმის შესახებ რომ უკრაინამ უნდა “დაივიწყოს” ეს ტერიტორიები, რათა არ მოხდეს რუსეთისგან ბირთვული დარტყმა უკრაინის სხვა ტერიტორიაზე.

„განსაკუთრებით თუ ეს არის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაშინ ჩვენ გვესმის, რომ უკრაინა დაზარალდება, მაგრამ ევროპის ქვეყნები ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაზარალდებიან“, – დასძინა ექსპერტმა.

ზოლკინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიბრუნოს.

 

იტვირთბა....