ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

“ვლადიკავკაზიდან ფეხით ჩამოვედი, 25 კმ გამოვიარე…ომში მხოლოდ ნარკომანები და ლოთები მიდიან” – რას აცხადებენ საქართველოში ჩამოსული რუსები

საქართველოში ჩამოსული რუსები აცხადებენ, რომ ომში წასვლა არ სურთ.

როგორც ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქე “მთავარ არხთან” საუბრისას აცხადებს, ფრონტის ხაზზე წამსვლელთა უმეტესობას ნარკომანები და სასმელზე დამოკიდებული პირები წარმოადგენენ.

“საზღვარზე ძალიან მძიმე ვითარებაა რუსეთში ყველა შეშინებულია, კარგად იციან რაც მოხდება, დარწმუნებული ვარ საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებენ და ფრონტის ხაზზე ყველას წაიყვანენ. ომში არავის უნდა წასვლა, ფრონტის ხაზზე წამსვლელთა უმეტესობას ნარკომანები და სასმელზე დამოკიდებული პირები წარმოადგენენ”, – აცხადებს რუსეთის მოქალაქე.

ასევე საქართველოში ჩამოსული ერთ-ერთი რუსი მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ვლადიკავკაზიდან ფეხით ჩამოვიდა და 25 კილომეტრი გამოიარა.

“ვლადიკავკაზიდან ფეხით ჩამოვედი, სულ 5 საათი დამჭირდა, 25 კილომეტრი გამოვიარე. რუსეთიდან იმიტომ გამოვრბივარ, რომ ომში მონაწილეობის მიღება არ გვინდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 სექტემბრიდან საზღვარი ჩაიკეტება, ჯერჯერობით თბილისში ვაპირებ დარჩენას, დოკუმენტები უნდა მოვამზადო და ოჯახი კანადაში უნდა წავიყვანო”, – ამბობს საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქე.

ცნობისთვის, რუსეთიდან მოქალაქეების გადინება მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

საგულისხმოა, რომ მობილიზაციის ფარგლებში სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

არსებობს ვარაუდი, რომ რუსეთი 28 სექტემბრიდან მოქალაქეებს საზღვარზე გადასვლას აუკრძალავს, თუმცა ამ დრომდე ეს ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა.

იტვირთბა....