რუსეთში კიდევ ერთ ადმინისტრაციულ შენობაში “მოლოტოვის კოქტეილი” შეაგდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ლენინგრადის ოლქში, სოფელ სიასკელევსკაში მდებარე ადმინისტრაციის შენობაში მოხდა.
“ხანძრის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამინისტროში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 50 კვადრატული მეტრი იყო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ცეცხლსასროლი იარაღით ქონების განზრახ განადგურების“ მუხლით.
რუსეთში, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული შენობების დაწვის ახალი ტალღა დაიწყო. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთანავე დაიწყეს ცეცხლის წაკიდება რეგიონებში სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებისთვის. ამ ხანძრების უმეტესობა მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, მსგავსი შემთხვევები კვლავ გაიზარდა”, – წერს მედია.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.