ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“ტყვედ ჩაბარებულ რუს ჯარისკაცებს 3 პირობას ვაძლევ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუს ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინაში ტყვედ ჩაბარდებიან სამ პირობას აძლევს:

  1. თქვენ მოგექცევიან ცივილიზებულად, ყველა კონვენციის შესაბამისად;
  2. ვერავინ გაიგებს თქვენი ჩაბარების გარემოებებს, ანუ რუსეთში ვერ გაიგებენ, რომ თქვენი ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო;
  3. თუ თქვენ გეშინიათ რუსეთში დაბრუნების და არ გსურთ გაცვლა, ჩვენ ვიპოვით გზას ამის უზრუნველსაყოფად;

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუს მეთაურებს არ აინტერესებთ რუსების სიცოცხლე – მათ უბრალოდ უნდა შეავსონ დაღუპულების, დაჭრილების, გაქცეული თუ ტყვედ დარჩენილების ცარიელი ადგილები. და ეს ადგილები შეიძლება შეივსოს „ან ახალგაზრდა IT სპეციალისტებით, რომლებიც საერთოდ არ მსახურობდნენ [ჯარში], ან პენსიონერებით, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა ჯარში მსახურობდნენ.

“ასე რომ, ახლა არის საკვანძო მომენტი ყველა თქვენთაგანისთვის: სწორედ ახლა წყდება, დასრულდება თქვენი ცხოვრება თუ არა. სჯობს არ აიღო გაწვევის წერილი, ვიდრე მოკვდე უცხო ქვეყანაში, როგორც ომის დამნაშავე. ჯობია გაექცე კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე მერე აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის პასუხისმგებლობა აიღო სასამართლოში. უკრაინაში ტყვედ ჩაბარება სჯობს”, – ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

იტვირთბა....