რუსთავში ახალგაზრდა გოგო კორპუსიდან გადმოვარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, 18 წლის გოგო მე-12 მიკრორაიონში მე-4 სართულიდან გადმოვარდა.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა თავდაპირველად კლინიკა “რუსთავში” შეიყვანა, საიდანაც შემდეგ ინგოროყვას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში ამბობენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, დინამიკაში გაუმჯობესებულია.