ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბაიდენი: უკრაინაში მიმდინარე “რეფერენდუმები” ფარსია, ვაშინგტონი მათ არასდროს აღიარებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს ფარსს უწოდებს და აცხადებს, რომ აშშ მათ შედეგებს არასდროს აღიარებს.

მისივე თქმით, “ვაშინგტონი მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის დამატებით სწრაფი და ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმუშავებს”.

შეგახსენებთ, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე “რეფერენდუმი” რუსეთთან მიერთების საკითხზე 23 სექტემბერს დაიწყო და 29 სექტმებრამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე: ხერსონში 15%, დონეცკში 23.6%, ზაპოროჟიეში 20.5% – რას წერს რუსული მედია “რეფერენდუმში” ამომრჩეველთა აქტივობაზე

 

იტვირთბა....