რუსული მედიის ცნობით, უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმის პირველ დღეს, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირად გადანაწილდა:
- დონეცკის ოლქი – 23.6%
- ხერსონის ოლქი – 15%
- ზაპოროჟიე – 20.5%
”ჩვენი აზრით, ეს საკმარისია ხმის მიცემის პირველი დღისთვის,” – აცხადებს ხერსონში რუსეთის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, მარინა ზახაროვა.
შეგახსენებთ, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების საკითხზე მიმდინარეობს და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ამავე თემაზე: ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას “რეფერენდუმზე” წასვლას აიძულებენ – უკრაინის გენშტაბი