ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას “რეფერენდუმზე” წასვლას აიძულებენ – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას სახლებში აკიხთავენ და ე.წ. რეფერენდუმზე მისვლას აიძულებენ.

როგორც ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი აცხადებს, ე.წ. ხელისუფლებამ 23-დან 27 სექტემბრამდე პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება აუკრძალა. მისივე ცნობით, ზოგიერთი კომპანია “კენჭისყრაში“ მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, თანამშრომლებს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრება.

იტვირთბა....