ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყველაფერი დააყადაღეს… არღვევენ კანონს და თან მიჰყავთ ავტომანქანები! – ნინი გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის შვილის, ნინი გოგაშვილის განცხადებით, მათი ოჯახის და გარემოცვის საკუთრებაში არსებული ქონება სრულად დააყადაღა. როგორც გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის თანამშრომლებს მათი ავტომობილები კანონდარღვევით მიჰყავთ.
“20 სექტემბრის ახალი სასამართლო განჩინების საფუძველზე, დააყადაღეს დედაჩემზე, ჩემს ძმაზე, დეიდაჩემზე და დამატებით კიდევ ჩვენი გარემოცვის საკუთრებაში არსებული ქონება, ანუ რაც არ ჰქონდათ მანამდე დაყადაღებული, ყველაფერი დააყადაღეს და თან მიყავთ ავტომანქანები!
განჩინებაში არ წერია, რომ უნდა შეგვეზღუდოს სარგებლობის უფლება, მაგრამ არღვევენ კანონს და მიყავთ ჩვენი მანქანები, რისი უფლებაც არ აქვთ და რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ!”, – წერს გოგაშვილი.
კადრებს, თუ როგორ იმყოფებიან დღეს დილიდან სუს-ის წარმომადგენლები მათ სახლთან, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
იტვირთბა....