სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ მათ სახლთან რამდენიმე პირია მისული.
“არაკაცმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ გამოგზავნა ჩვენთან, შკოდებით არიან მოსულები, ერთი საყვარელი ბიჭუნა ვიდეოსაც მიღებს, არაფერი გამორჩეთ. ავტომატებით რომ შემოვარდებიან, რომ დაინახონ, როგორ გვტანჯავენ… ვეკითხები ვინ ხართ, სახელს და გვარს, ტელეფონის ნომერს ვეკითხები და არ მეუბნებიან, რომ ჩემი ადვოკატი გაესაუბროს, მეუბნებიან, რომ კარი გავუღოთ”, – ამბობს ვიდეოში ნინი გოგაშვილი.