უკრაინელები მტრებად არ უნდა მივიჩნიოთ, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელ ხალხს საფრთხე ემუქრება და ისინი რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ.
პატრიარქმა კირილმა მრევლს “წმინდა რუსეთის ხალხთა ძმური გრძნობების“ განმტკიცებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში რეზერვში 300 000 ადამიანს გამოიძახებენ, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ სინამდვილეში ეს რიცხვი გაცილებით დიდია და 1 მილიონს უტოლდება.
საქმე ეხება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადგენილების საიდუმლო პუნქტს, რომელიც მედიის ცნობით, პუტინს საშუალებას აძლევს რეზერვში 1 მილიონი ადამიანი გამოიძახოს.