ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადგენილების საიდუმლო პუნქტი, პუტინს საშუალებას აძლებს რეზერვში 1 მილიონი ადამიანი გამოიძახოს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Novaya Gazeta Europe კრემლის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
იმ ინფორმაციის თანახმად, რაზეც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას წყარო ესაუბრა, თავდაპირველად რუსებს სურდათ მობილიზაციის შესახებ პუტინის განკარგულების მთლიანი ტექსტის მოთავსება სათაურით „ოფიციალური გამოყენებისთვის”, მაგრამ მოგვიანებით მათ გადაწყვიტეს დაემალათ მე-7 პუნქტი, რომელიც კონკრეტულად მობილიზებულთა რაოდენობას შეეხებოდა.
“ეს ციფრი რამდენჯერმე გასწორდა და საბოლოოდ მილიონზე დაფიქსირდა”, – დააკონკრეტა “ნოვაია გაზეტას” თანამოსაუბრემ.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საიდუმლო პუნქტი ეხებოდა რეზერვისტთა რაოდენობას, რომლებსაც სამხედრო სამსახურში გაიწვევდნენ.
”ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ სერგეი შოიგუმ თავის ინტერვიუში თქვა: ”300 ათასი ადამიანი”. აქ საუბარია 300 ათასამდე ადამიანზე“, – დააზუსტა პესკოვმა.
ამ ინფორმაციის დასადასტურებლად Novaya Gazeta ასევე ცდილობდა დაკავშირებოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლებიც, როგორც წესი, იღებენ პრეზიდენტის ბრძანებულებების სრულ ტექსტებს, მათ შორის „ოფიციალური გამოყენებისთვის“.
რამდენიმე სამინისტროს წყაროს ცნობით, მათ ვერ მიიღეს განკარგულების სრული ტექსტი და ამის ნახვის საშუალება MEDO-ს (საუწყებათაშორისო დოკუმენტების მართვის სისტემის) მეშვეობით არ არსებობს.