ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში რეზერვში 300 000 ადამიანს გამოიძახებენ, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ სინამდვილეში ეს რიცხვი გაცილებით დიდია და 1 მილიონს უტოლდება.
საქმე ეხება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ დადგენილების საიდუმლო პუნქტს, რომელიც მედიის ცნობით, პუტინს საშუალებას აძლევს რეზერვში 1 მილიონი ადამიანი გამოიძახოს.
მედიაში გავრცელდა ცნობები, რა ანაზღაურებას მიიღებენ მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული სამხედროები.
როგორც ირკვევა მათი ანაზღაურება კონტრაქტით დასაქმებულთა ხელფასების ოდენობას გაუტოლდება.
“თუ კონტრაქტზე მყოფი ჯარისკაცი გადაკვეთს რუსეთის საზღვარს და მიიღებს მონაწილეობას სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, მაშინ გადასახადები, მაგალითად, ჩვეულებრივი მსროლელისთვის, თვეში 200 ათასი რუბლიდან იწყება.(დაახლოებით 9 000 ლარი)
ამას ემატება დამატებითი გადასახადები გამბედაობისა და გმირობის გამოვლინებისთვის: დიდი რაოდენობით მტრის აღჭურვილობის განადგურება: ტანკები, ჯავშანტექნიკა და ა.შ. – 100-დან 300 ათას რუბლამდე, ანუ კონტრაქტის ჯარისკაცი იღებს დამატებით ფინანსურ სტიმულს.
ამრიგად, ჩვეულებრივი საკონტრაქტო ჯარისკაცის, რიგითი ჯარისკაცის საშუალო ხელფასი 200 ათასი რუბლიდან იწყება და თვეში დაახლოებით 500 ათას რუბლს აღწევს”, – წერს მედია.