ქუთაისში არასრულწლოვნებმა ბარ-რესტორანი “ბარაქა” ერთ კვირაში ორჯერ გაძარცვეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები კვების დაწესებულებაში კარის გატეხვის შედეგად შევიდნენ.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, პირველი ძარცვის შედეგად 5 000 ლარი წაიღეს, მეორე ძარცვის შემდეგ კი ხურდები.
არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.