ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 23 სექტემბერს ინტერვიუს ჩაწერს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დელონმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არაერთხელ გამოხატა.
“ალენ დელონი სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა ეკრანზე, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ”, – წერს მედია.
დელონის თქმით, მას სიკვდილამდე უკანასკნელი ფილმის გადაღება სურს.
“ძალიან მაწუხებს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება და მათთვის ვიბრძოლებ”, – განაცხადა დელონმა.