ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მის სახლს ქვები ესროლეს და მუქარის შემცველი წერილი დაუტოვეს.
როგორც გოგუაძე წერილში წერს, მას კონკრეტული ეჭვები აქვს:
“მეგობრებო, კარგად ვართ…ტვინნაღრძობმა ადამიანმა ღამით ქვები დაუშინა სახლის ფანჯარას და მუქარის შემცველი ტექსტი დატოვა. მაქვს ძალიან კონკრეტული ეჭვი, დაიწყო გამოძიება ნივთის დაზიანებისა და მუქარის მუხლით. ამიტომ იყო პოლიცია და ის ლენტი ჩემს სახლთან. ესაა სულ”, – წერს გოგუაძე.