თეირანში და ირანის რამდენიმე სხვა ქალაქში დემონსტრანტებმა პოლიციის შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ირანში საპროტესტო გამოსვლები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
22 წლის ქალი მორალის პოლიციამ “ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო” დააკავა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელები მაჰსას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქალი გათავისუფლებიდან 3 დღეში გარდაიცვალა, რის მიზეზადაც ხელისუფლებამ გულის პრობლემები დაასახელა, თუმცა ნათესავები ამ ვერსიას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მაჰსას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ორი ქალი ჰიჯაბს კოცონში აგდებს, ხოლო კიდევ ერთი ქალი პროტესტის ნიშნად თმას იჭრის.