ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

VIDEO: ტყვეობიდან დაბრუნებული უკრაინელი სამხედრო სამშობლოს მიწას კოცნის

ოკუპანტების ტყვეობიდან 215 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა.

რუსეთის მიერ გათავისუფლებულთა შორისაა პოლკ „აზოვის“ 108 მებრძოლი. ასევე, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურს და პოლიციის წარმომადგენლები და მედიკოსები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკის ინფორმაციით, გათავისუფლებულებს შორის 124 ოფიცერია.

კერძოდ, რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს ეროვნული გვარდიის 118 სამხედრო მოსამსახურე, 9 პოლიციელი და 9 მესაზღვრე. გათავისუფლებულთა შორის ასევე არის 10 უცხოელი, რომლებიც უკრაინისთვის იბრძოდნენ და მათ რუსები სიკვდილით დაემუქრნენ.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო სამშობლოს მიწას კოცნის.

იტვირთბა....