ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ამბობენ, რომ ტყვეთა გაცვლით რუსეთის იმიჯი შეილახა – მათ ბევრ რამეში ვეთანხმები” – სიმონიანი

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ტყვეთა გაცვლას ეხმაურება, რომლის ფარგლებშიც, 215 უკრაინელი, მათ შორის, “აზოვის“ პოლკის 108 მებრძოლი გათავისუფლდა. როგორც სიმონიანი წერს, ეთანხმება კრიტიკულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამით, რუსეთის რეპუტაცია დაზიანდა და საინფორმაციო ომში, ქვეყანა მორიგ ჯერზე დამარცხდა.

“კალინას და ვოლინას (“აზოვის” პოლკის მეთაურები), რეპუტაციული ზიანის და საინფორმაციო ომში მორიგი მარცხის შესახებ უკვე ითქვა და კიდევ ბევრი იტყვის – მე მათ ბევრ რამეში ვეთანხმები, მაგრამ ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს – ჩვენებს ტყვეობაში ერთადერთი იმედი აქვთ, რომ მათ გაცვლიან და ეს იმედი ზუსტად ის არის, რაც მათ გადარჩენაში ეხმარება.

ჩვენი 87 გმირის ნებისმიერში გაცვლა ღირს. 87 ჯარისკაცი და ოფიცერი, ჩვენი 87 გმირი გათავისუფლდა და მიმიფურთხებია რეპუტაციულ დაკანარგებზე, თუმცა, გარკვეული მიდგომებით ამ დანაკარგების თავიდან აცილებაც შეიძლებოდა”, – წერს სიმონიანი

შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან 215 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის, რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული “აზოვის“ პოლკის 108 მებრძოლი გათავისუფლდა, რომლებიც პრორუს ოლიგარქზე, პუტინის ნათლია ვიქტორ მედვედჩუკზე და რუსეთის 50 მოქალაქეზე გაცვალეს.

იტვირთბა....