ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, – აღნიშნულის შესახებ  The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი “ტვიტერში” ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, საპროტესტო გამოსვლები რუსეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს.

ჟურნალისტი წერს, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე დააპატიმრეს.

აქტივისტებს ხელში ეკავათ აბრა წარწერით: “არა მობილიზაციას, არა ომს”.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

იტვირთბა....