aviabiletebi
ახალი ამბები საზოგადოება სამართალი

“ვაპირებ პროკურატურას მივმართო” – მურუსიძე გოგაშვილს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს სოსო გოგაშვილს მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

როგორც მურუსიძე აცხადებს, აპირებს მტკიცებულებებით პროკურატურას მიმართოს.

“მუქარების შედეგად, რომელიც იქნა ჩემ მიმართ წამოსული, მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ველოდები, რომ სასამართლოს მიმართ გაგრძელდება გარკვეული რაღაც, ვითომ კომპრომატები, ცილისწამებულური რაღაცეები. მე სიმართლე გითხრათ, პროკურატურაში მართლა ვაპირებ და მინდა რომ ჩემი მტკიცებულებებით ამასთან დაკავშირებით მივიდე.

ძალიან გთხოვთ, რომ ყველანი ვიყოთ ფხიზლად, მტკიცედ, იმიტომ, რომ სასამართლოს სტაბილურობას… ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ პოლიტიკაში ვერ ვერევით და ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, როდესაც ერთ-ერთი პოლიტიკოსი გამოდის და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე იძახის, რომ ეს კლანი კი არა ეს არის ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფიო.

ამიტომ მე მივდივარ პროკურატურაში, მინდა ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს თუ რაღაც გამოვლინდება, რეალურად რომ არ არის ფაქტი, და ეს არის ცილისწამება, ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს, ან მორალურად, ან თუ არის დანაშაულის ნიშნები, დანაშაულის ნიშნებზე წავიდეს გამოძიება, ასე არ შეიძლება, რომ გამოდიან და ჩირქს სცხებენ სასამართლოს”, – განაცხადა მურუსიძემ.

იტვირთბა....