ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახლახანს: ხანძარი 62-ე სკოლაში

შარტავას ქუჩაზე 62-ე სკოლაში ხანძარი გაჩნდა.  „მეტრონომის“ კორესპოდენტის თქმით, რომელიც ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფება, ხანძარი სკოლის მე-4 სართულს გაუჩნდა. ამ დროისთვის ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.

როგორც „მეტრონომს“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, ცეცხლი სავარაუდოდ დენის სადენიდან გაჩნდა. სკოლიდან ბავშვების ევაკუაცია უკვე განხორციელდა. „მეტრონომი“ მუშაობს ამ საკითხზე და სულ მალე დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ხანძრის შესახებ.

იტვირთბა....