რუსეთის ყველა დიდ ქალაქში პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციები დაიგეგმა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში გავრცელდა.
როგორც ირკვება, დაგეგმილი აქციების ორგანიზატორია მოძრაობა “ვესნა”.
მედია წერს, რომ ხსენებული აქციები დღეს 21 სექტემბერს რუსეთის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
„პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს – ჩვენს ძმებს, მამებს, ქმრებს – ომის ხორცსაკეპში გაუშვებენ. და რისთვის უნდა დაიღუპნენ? რისთვის უნდა დაღვარონ დედებმა და შვილებმა ცრემლები? პუტინის სასახლისთვის? “- წერია განცხადებაში.
https://twitter.com/vesna_democrat/status/1572471468994482177?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1572471468994482177%7Ctwgr%5E69e4ab2f6f21e2940b92b8bfd36d660b9cdf62a8%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fkorrespondent.net%2Fworld%2Frussia%2F4518206-rossyian-zovut-na-protesty-protyv-mobylyzatsyy
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.