ახალი ამბები მსოფლიო

“პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინასთან ომს ვერ მოიგებს” – შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სამშაბათს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის უკრაინაში შეჭრას “იმპერიალიზმის აქტი” უწოდა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, პუტინმა უნდა აღიაროს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს.

”ჩვენ არ უნდა დავდგეთ გულგრილად, როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ბირთვული ძალა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ცდილობს საზღვრების შეცვლას ძალადობის გამოყენებით,” – თქვა შოლცმა.

მისივე თქმით, წესებზე დაფუძნებული სამყაროს ალტერნატივა არის ძლიერის ბატონობა სუსტზე.

“იმპერიალიზმის დაბრუნება არა მხოლოდ კატასტროფაა ევროპისთვის, არამედ კატასტროფაა ჩვენი გლობალური სამშვიდობო წესრიგისთვის”, – დასძინა მან.

მანვე აღნიშნა, რომ არ მიიღებენ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას.

“ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის მიერ ნაკარნახევ მშვიდობას. ასევე არ მივიღებთ მათ მიერ ჩატარებულ რეფერენდუმს. უკრაინამ უნდა შეძლოს თავის დაცვა რუსეთის შემოჭრისგან”, – თქვა შოლცმა.

იტვირთბა....