.
„Iphone + “- ში ნაკურთხი აიფონები გაიყიდება. ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში მამაო მივიდა, რომელმაც მაღაზია და აიფონები აკურთხა.
„Iphone +“- ის მენეჯერი გიორგი მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს საქართველოში პირველი შემთხვევაა – ნაკურთხი მაღაზიიდან ნაკურთხი აიფონები გაიყიდება.
„ხშირად გაგვიგია, რომ საზოგადოება თავს იკავებს ე.წ. ეშმაკის პროდუქციის შეძენისგან. ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის აზრს და ინტერესს, რის გამოც ვაკურთხეთ მაღაზია“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.