ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“ოკუპანტები უკანდასახევ მარშრუტებს ამზადებენ” – უკრაინის გენშტაბი

რუსი ოკუპანტები ხერსონის ოლქიდან უკან დასახევად მარშრუტებს ამზადებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია საუბარი. გენშტაბის ცნობით, ამ მიზნით, კახოვსკის ჰესზე გადასასვლელის მოსაწყობად ცხრა ვაგონი ჩაძირეს.

“ხერსონის მიმართულებით მდინარე დნეპრზე ყველაზე გადასასვლელის წყობიდან გამოყვანის კუთხით ჩვენი თავდაცვის ძალების წარმატებული ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპანტები უკან დახევის გზებს იმზადებენ. ასე რომ, სამომავლოდ კახოვსკაიას ჰესზე გადასასვლელად 9 ვაგონი დატბორეს”, – წერია უკრაინის გენშტაბის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ადგილობრივი ბიზნესის დატერორებას.

“ამავდროულად, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ადგილობრივი მეწარმეების იძულებას, რუსულ რუბლებში აწარმოონ გადახდები. ყოველკვირეულ შემოწმებებს ატარებენ და იმუქრებიან “ნაციონალიზებით”, ანუ, ბიზნესების წართმევით იმ შემთხვევაში, თუ ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარს იტყვიან”, – წერია ინფორმაციაში.

იტვირთბა....