ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია – ერევანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, არმენ გრიგორიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

“14 სექტემბრის 20:00 საათიდან ცეცხლი თითქმის მთელი მიმართულებით შეწყდა”, – აცხადებს სომხური მხარე.

აზერბაიჯანის მთავრობას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, გუშინ ერევანში პარლამენტისა და მთავრობის შენობებთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.

იტვირთბა....