სომხეთში პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. მოქალაქეები. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ფაშინიანი ხელს აწერდა დოკუმენტს, რომელიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანის ნაწილად გამოცხადებას და კაპიტულაციას გულისხმობდა.
მისი განმარტებით, არანაირი დოკუმენტი არ არის ხელმოწერილი და არც ხელის მოწერას აპირებს. მისი თქმით, “ეს დივერსიაა, რომელიც გარე არამეგობრული ძალების მიერ ქვეყნის გატეხვას ემსახურება”.
პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ, ფაშინიანის პარლამენტში სიტყვით გამოსვლასაც, სადაც მან აღნიშნა, რომ მზად არის რთული გადაწყვეტილებების მისაღებად თუ ეს ქვეყანაში მშვიდობას უზრუნველყოფს.
ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, რთული გადაწყვეტილებების მისაღებად მზად არის.
“მზად ვარ მივიღო რთული გადაწყვეტილებები გრძელვადიანი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. […] თუ ეს გადაწყვტილება სომხეთს 29.8 ათასს კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას, გრძელვადიან მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს, ხელს მოვაწერ და არ მაინტერესებს რა დამემართება შემდეგ”. – თქვა ფაშინიანმა.