ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეოჩანაწერებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, აშშ-ს ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ კონფლიქტს ასახავს.
ვიდეოში ნეკა დოროყაშვილის ხმაც ისმის.
“გამაგებინე, რატომ მირტყამ. გაეთრიე თუ არ გინდა, მომშორდი საერთოდ, რაში მჭირდები. გული გამისკდა ნერვიულობით, საერთოდ რა ღირსი ხარ ცრემლებს ვღვრიდე”, – მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს.