ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩოგნებიანი ჩანთა ჩამარტყა, ხელი მოაყოლა და სხეულით ზემოდან დამეცა, თმაშიც მწვდა” – დოროყაშვილი ბასილაშვილზე

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ვიდეო წარადგინა, რომელიც მისი თქმით, აშშ-ს სასტუმროში მომხდარ კონფლიქტს ასახავს.

“გარდა იმისა, რომ ჩემოდანს მირტყამს, შემდეგ ხელს აყოლებს და ტანითაც მეცემა ზემოდან. იყო შეკითხვა, რატომ გამეთიშა ტელეფონი, ამხელა ჩოგნის ჩანთის ჩარტყმის შემდეგ და ამხელა ადამიანი რომ დაგეცემა ინსტინქტია, რომ ხელს იფარებ. როდესაც თვითონ ამ ჩანთის აღება უჭირს, თან მეუბნება ,“შე ნაბიჭვაროო“, შემდეგ მირტყამს და სხეულით მეცემა. თმაშიც მწვდა, რამდენიმე მეთოდით ძალადობა იყო. ბარგს რომ ალაგებდა, თან ბრუნდებოდა და თან მირტყამდა. ეს ძალადობა იმდენად დიდ ხანს გაგრძელდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ძალიან მეშინოდა”, – ამბობს დოროყაშვილი.

იტვირთბა....