განსხვავება ორანგუტანებსა და სხვა ცხოველებს შორის არის ის, რომ მათ სწავლა სჭირდებათ. ისინი იმიტაციებისა და დაკვირვებების საშუალებით სწავლობენ. ამიტომაც, ადამიანებმა მათთვის სასწავლო კურსი შექმნეს.
მათი სასწავლო პროცესის ამსახველ ვიდეოს ბრიტანული გამოცემა INDEPENDENT-ი ავრცელებს.
„ჩვენ გავაკეთეთ მათთვის ეს ტყის კურსი. ამჟამად 102 ორანგუტანი გვყავს. ეს არის პატარა ორანგუტანების შანსი, სანამ გაიზრდებიან, რომ ისწავლონ რა ჭამონ, რა არ ჭამონ, როგორ იბრძოლონ გადარჩენისთვის. ამიტომაც, ჩვენ შევქმნენით ეს სასწავლო კურსი, რომ მათ ეს ყველაფერი ვასწავლოთ“- ამბობენ ამ ვიდეოში.