რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა.
რუსეთის ლიდერის შესაბამისი ბრძანებულება და კონცეფციის ტექსტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
დოკუმენტში, ნათქვამია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ იქნება დსთ-ს ქვეყნებთან და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, “DNR” და “LNR”-თან თანამშრომლობის გაფართოება.
ტექსტში ვკითხულობთ, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა.