[su_quote]ნაწილი მშობლები ისე ფიქრობს, ნაწილი ასე ფიქრობს, პლურალიზმია აქ. ამიტომ, ჩვენ სკოლებს მივეცით ამის უფლება, რომ სკოლებს აქვთ სრული ავტონომია დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, თუ მშობელთა კომიტეტები, საპედაგოგო საბჭოები, რომლებიც არის, ისინი გადაწყვეტენ – ადრე დაიწყონ… თ მივდივართ ამ კუთხით, ეს შევინარჩუნოთ. არის სკოლები რომლებიც იწყებენ აგვისტოს ბოლოს და ივნისის ბოლომდე მიდის სწავლა. მთავარია სასწავლო პროგრამა შეასრულონ, იყვნენ ავტორიზებულნი, იყვნენ მოწიფულნი საგანმანათლებლო პოტენციალით, ინფრასტრუქტურა იყოს შექმნილი, მომავალი წლიდან საექიმო სივრცე იქნება სკოლებში. სასწავლო პროგრამები, მაგალითად – როგორ შეიძლება, ყველას თავის ისტორია ქონდეს? უნდა შევთანხმდეთ ამ ისტორიაზე, რაზეც ჯერჯერობით თანხმობა არ არის. ქართული ენის გრამატიკაზე უნდა შევთანხმდეთ, რომელიც ბევრსარ მოწონს, ლიბერალებს არ მოწონთ – როგორც მინდა ისე ვილაპარაკებო. უნდა შევთანხმდეთ უფლებებსა და მოვალეობებს შორის პროპორციაზე[/su_quote]
განუცხადა “მეტრონომს” სკოლებში სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე “ქართული ოცნების” წევრმა ლადო კახაძემ.