ახლახანს, რუსთავის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთს BMW მარკის ავტომანქანა და სამარშუტო ტაქსი შეეჯახნენ.
როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს ამ დროისთვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც „მეტრონომს“ ავარიის თვითმხილველმა უთხრა, სამარშრუტო ტაქსი ხევში იყო გადავარდნილი.
„ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად სხეული დაზიანებები მიიღეს სამმა მოქალაქემ. ამ დროისთვის ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.“ – აცხადებენ შსს-ში.