რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და კიდევ 56 მაღალჩინოსნისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ვიზას ითხოვს, რომ რუსულმა დელეგაციამ ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასწრება შეძლოს. დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ს ვიზა ჯერ-ჯერობით არცერთ მათგანს არ მიუღია.
როგორც გამოცემა Reuters წერს, რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერშს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ოფიციალური ვაშინგტონის მიერ რუსი მაღალჩინოსნებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა, “საგანგაშოა”.
ჯე კიდევ გასულ თვეში გახდა ცნობილი, რომ ლავროვი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს ვიზას ითხოვდა. როგორც ირკვევა, მასთან ერთად კიდევ 56 მაღალჩინოსანს სურს შტატებში გამგზავრება.