კრემლი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის აშშ-ს ვიზას ითხოვს, რომელიც ლავროვს მას შემდეგ ჩამოერთვა, რაც მისმა სახელმწიფომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უფრო კონკრეტულად, რუსეთი ამერიკისგან ითხოვს, უზრუნველყონ რუსეთის დელეგაციის შეუფერხებელი წვდომა ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ რუსული “ინტერფაქსის” ოთხშაბათს, 17 აგვისტოს, ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
“ჩვენ გვსურს, სერგეი ვიქტოროვიჩ ლავროვი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიხილოთ”, – აცხადებს ანტონოვი.
მისივე თქმით, ხვალ სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა ექნება, სადაც აპირებს, ლავროვისთვის ვიზის მინიჭება ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად დააყენოს.