aviabiletebi
ახალი ამბები ვიდეო მთავარი

🎥 VIDEO “თელავში 60 ადამიანი სუპის რიგში დგას” – ნიკა ვარდოშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლეიბორიატული პარტიის კახეთის რეგიონული ხელმძღვანელის, ნიკა ვარდოშვილის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში დაახლოებით 60 ადამიანია მომლოდინე, რომ სიაში ჩაეწეროს და უფასო სადილი მიიღოს.

“დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მქონდა სურვილი, მესარგებლა “მოქალაქის წუთით”, რაღაც ინიციატივები უნდა დამეყენებინა, მაგრამ სხდომაზე ისეთი რაღაც გავიგე, რომ დამეკარგა ყველაფრის სურვილი, ჩავთვალე, რომ ყველაფერი ეს იყო მეათასე ხარისხოვანი, რადგან დღეს, თელავის საკრებულოს სხდომაზე მოვისმინე ამაზრზენი რაღაც – თურმე, მუნიციპალიტეტის დაფინანსებულ უფასო სასადილოს ჰქონია ბენეფიციარების რიგი. ანუ, ადამიანები, დაახლოებით 60 ადამიანზეა საუბარი, თვეობით რიგში დგანან, რომ მოხვდნენ იმ უფასო სასადილოში და დღეში ერთხელ, ჭამონ სუპი. ეს ადამიანები დგანან საჭმლის რიგში. იმ ფონზე, როდესაც ხუთი ახალი მანქანა იყიდა მუნიციპალიტეტმა”, – განაცხადა ნიკა ვარდოშვილმა თელავის საკრებულოდან პირდაპირ ჩართვაში.

იტვირთბა....