ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: პროვოკაციაა, ვიღაც კაცი რომ დარბის რუსეთის დროშებით – ეს აწყობს “ნაცმოძრაობას“ და მთლიანად მის კლასტერს

[su_quote]პროვოკაციაა, ვიღაც ახალგაზრდა კაცი რომ დარბის რუსეთის დროშებით და ხან ქუთაისის პარკში რომ აკრავს და ხან მანქანაზე. მოდით ერთ რამეზე დაფიქრდით ყველა, საზოგადოებაც და თქვენც, ჟურნალისტებო, ვის აწყობს ასეთი მოქმედებები და აქედან გამოვიდეთ. ასეთი მოქმედებები დღეს პიარულად აწყობს ერთადერთს  – “ნაცმოძრაობას“ და მთლიანად მის კლასტერს და შემდეგ ისინი და მათი ტელევიზიები ამაზე აგებენ ხოლმე პიარს. ადამიანი დარბის, ხან მანქანაზე აკრავსო ამ რაღაცა დროშებს, ხან პარკში შევარდა იქ გააკრა და მერე ჩამოუხსნეს, მერე 5 წუთით თუ სადღაც დროშა გამოჩნდება მაინცდამაინც იმ 5 წუთში რატომღაც თქვენი ტელევიზიები, სააგენტოები ჩნდებიან, იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს და შემდეგ ხდება უბედურება. ეს აწყობს მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ და ასეთ პროვოკატორებს პასუხებიც გაეცემათ და ყველას ვაფრთხილებ და ვთხოვ, რომ ასეთ პროვოკაციებს ნუ წამოეგებიან. ყოველთვის გამოჩნდებიან პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რუსების და „ნაცების“ წისქვილზე დაასხამენ წყალს და ხალხი ამაზე არ უნდა წამოეგოს[/su_quote]

ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამით, მდინარაძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ოკუპანტების მხარდამჭერს ქუთაისიდან მანქანაზე რუსეთის დროშა აქვს შემოხვეული.

იტვირთბა....