ბათუმში მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობიდან შუა ხნის მამაკაცი გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, მამაკაცი კი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, უსაფრთხოების წესების დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შესრულების დროს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.