[su_quote]გარდაიცვალა გორბაჩოვი. პოლიტიკოსი ფასდება მისი პოლიტიკის შედეგებით (მოტივებს ნაკლები მნიშვნელობა აქვს). მის პოლიტიკას შედეგად მოჰყვა საბჭოთა კავშირის დაშლა. ის იყო ჭეშმარიტი ლენინისტი, რომელსაც სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირს დიდი მომავალი ჰქონდა და ამისთვის უბრალოდ მისი “გარდაქმნა” იყო საჭირო. Его пример другим наука. მისი პოლიტიკის კიდევ ერთი შედეგი ისაა, რომ რუსეთის პოლიტიკოსთა და მოქალაქეთა უმრავლესობას სასტიკად ეშინია რეფორმების (ქვეყანა კიდევ ერთხელ რომ არ დაიშალოს). ჰოდა, შედეგად გვაქვს ეს რუსეთი. გორბაჩოვს რომ არ წამოეწყო რეფორმები, არც არაფერი მოხდებოდა იმის მიუხედავად, ვინ იჯდებოდა თეთრ სახლში. სხვა საქმეა რომ პროცესს ჯერ რეიგანმა და მერე (კიდევ უფრო მეტად!) მამა ბუშმა შეუწყვეს ხელი. თუმცა, ალბათ ეს რეფორმები ალბათ ოდესღაც ვიღაცას უნდა წამოეწყო[/su_quote]
წერს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: რისგან გარდაიცვალა გორბაჩოვი?