ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რისგან გარდაიცვალა გორბაჩოვი?

92 წლის ასაკში სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„მიხეილ გორბაჩოვი დღეს საღამოს მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – განაცხადეს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში.

საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა ხუთშაბათს რუსულ მედიას განუცხადა, რომ ის საავადმყოფოში პნევმონიას მკურნალობდა.

იტვირთბა....