ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს” (ვიდეო)

რადას დეპუტატი ვადიმ რაბინოვიჩი, უკრაინულ ტელეკომპანია NewsOne-თან კომენტარში აცხადებს, რომ “სააკაშვილი უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”.

მისი თქმით, მზადდება სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ამზადებს, რათა ჩვენი ქვეყნის ძალაუფლება ხელთ ჩაიგდოს, პლაცდარმად რომ აქციოს.

“თავისმა ხალხმა გამოაგდო იგი ქვეყნიდან. ეს არის შეთქმულება, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიძიოს. ეს ყველაფერი – დადგმაა. იაცენუკს აწყობს სააკაშვილი, მას მთელი ერი ვერ იტანს. მან პირველ რიგში პრეზიდენტზე განახორციელა დარტყმა”. – აცხადებს რაბინოვიჩი.

მისი თქმით, რაც ახლა ხდება, ესაა მცდელობა გადატრიალების, არც კოალიციის, არც პარლამენტის, არამედ უკრაინის.

“ჩვენ რაღაც დასავლური სათამაშოს მძევლებად ვიქცევით”, – აცხადებს უკრაინის რადას დეპუტატი.

 

 

იტვირთბა....